goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სტამბოლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა EMITT-2015

სტამბოლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა EMITT-2015

22 იანვარს ქალაქ სტამბოლში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა "EMITT-2015" დაიწყო.

გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას ღებულობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

გამოფენის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი არჩილ ხაბაძე დაესწრო. ახალ სარეკლამო- საინფორმაციო მასალების გაცნობასთან ერთად აჭარის სტენდში მისულ სტუმრებს შეეძლებათ ქართული ღვინის დაგემოვნება და რეგიონის ფოლკლორული სიმღერების მოსმენა.

"EMITT-2015" უკვე 18 წელია იმართება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა რეგიონში. მასში წარმოდგენილია 60-მდე ქვეყანა, გამოფენას 130 000-მდე ტურიზმის სფეროს პროფესიონალი თუ მოგზაურობით დაინტერესებული ვიზიტორი სტუმრობს.

აღნიშნულ გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას.

//