15-17 აგვისტოს ბათუმს ეწვევა თურქეთის ყველაზე პრესტიჟული სამოგზაურო ჟურნალის Travel & Leisure-ის მთავარი რედაქტორი და ფოტო ჟურნალისტი.
სტუმრებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უმასპინძლებს და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. Travel & Leisure თურქეთის სამოგზაურო ჟურნალებს შორის ყოველთვიურად ყველაზე დიდი ტირაჟით (20 000) იბეჭდება.
ვიზიტი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ თურქეთში 5 თვიანი პიარ-კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. პოპულარული ჟურნალის სექტემბრის თვის გამოცემაში ბათუმის შესახებ ათ გვერდიანი სტატია დაიბეჭდება.
