goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


2015 წლის გაზაფხულის ტრენინგები

2015 წლის გაზაფხულის ტრენინგები

2015 წლის ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მარტის თვის მეორე ნახევრიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უფასო გადამზადების კურსებს სერვისის სამი მიმართულებით ატარებს - განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვის. წელს პირველად გადამზადების კურსებში ჩაერთო ტურისტული კომპანიები. ტრენინგი ტურისტული ობიექტების მენეჯერების როგორც მმართველ, ასევე საშუალო რგოლს ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე სულ 155 პიროვნება გადამზადდება.

წლევანდელი ტრენინგების სიახლეს წარმოადგენს უცხოეთიდან მოწვეული ტრენერები (კანადა, თურქეთი, გერმანია). ისინი ტრენინგებს ჩაატარებენ სერვისის საერთაშორისოდ მიღებული სტრანარტების მიხედვით, ასევე მსმენელებს გაუზიარებენ თავიანთ ქვეყნებში სერვისის სფეროს გამოცდილებებს.

წელს პირველად ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგების განხორციელებისას ჩაერთვება საქართველოს სურსათის ეროვნულის სააგენტო, სააგენტოს ექსპერტი მსმენელებს სურსათის ეროვნული კანონმდებლობაში შეტანილ სიაახლეებს გააცნობს.

სხვადასხვა მიმართულებით სერვისის სფეროს წარმომადგენელთა გადამზადების მეორე ეტაპი ტურიზმის დეპარტამენტში შემოდგომის სეზონზე იგეგმება.

//