goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


CTS-ის სტუდენტები ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნენ

CTS-ის სტუდენტები  ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნენ

5 დეკემბერს, 13 საათზე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ბერძენიშვილმა პრეზენტაციის სახით სტუდენტებს 2014 წელს განხორციელებული და 2015 წლისათვის დაგეგმილი საქმიანობა გააცნო. ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები.

ტურიზმის სფეროს მომავალ სპეციალისტებთან მსგავსი ხასიათის შეხვედრები ხშირად იმართება.

//