5 იანვარს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მასპინძლობა გაუწია მალტის რესპუბლისკის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ტუროპერატორ GLOBALAIR TRAVEL-ისა და მალტის კოლეჯის CHAMBER COLLEGE-ის წარმომადგენლებს. დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელება თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით, ასევე საქართველოში მსხვილი ევროპული ტურისტული კომპანიის შემოსვლა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და ევროპელი ტურისტების შემოდინების გაზრდას. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მალტელი სტუმრები გაეცნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ტურიზმის დეპარტამენტმა მალტის რესპუბლიკიდან დელეგაციას უმასპინძლა
