goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


აპრილის თვის დაიჯესტი

აპრილის თვის დაიჯესტი

2015 წლის სეზონისათვის მზადება კვლავ აქტიურ ფაზაშია. ტურისტების მოზიდვისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისათვის ტურიზმის დეპარტამენტმა აპრილის თვეში არაერთი ღონისძიება განხორციელა: მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის, ბელორუსიისა და ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მედიის საინფორმაციო ტურებს (ლიტვა, სომხეთი,პოლონეთი), აწარმოა მონიტორინგი სამიზნე ქვეყნებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში ივნისის თვემდე გრძელდება.

საერთაშორისო ღონისძიებებთან ერთად, გაგრძელდა მუშაობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. აპრილის თვეში დასრულდა უფასო გადამზადების პირველი ეტაპი ტურისტულ ობიექტებში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებული კადრებისათვის (სულ გადამზადდა 155 კადრი).

თვის ბოლოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2016-2019 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

სარეკლამო კამპანიების (ფოტოები სხვადასხვა ქალაქიდან), სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების და ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში, რომელთა ერთიანად ხილვა შეგიძლიათ აპრილის თვის შემაჯამებელ დაიჯესტში - დაიჯესტის PDF ვერსიის ნახვა.

//