goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ტურიზმის დეპარტამენტი შავი ზღვის ქვეყნების მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე

ტურიზმის დეპარტამენტი შავი ზღვის ქვეყნების მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე

23-24 მარტს, ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაიმართა შავი ზღვის ქვეყნების მე-2 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ახალი შესაძლებლობები საზღვაო სფეროს ეკონომიკაში“. შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთიანი საზღვაო ეკონომიკური სისტემის შექმნაში ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა აჭარის რეგიონი, რომელიც კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ტურიზმის დეპარტამენტისა და შპს „ბათუმის წყლის“ ერთიანი პრეზენტაციით. კონფერენცია ორგანიზებული იყო გარემოს დაცვის, თევზჭერისა და საზღვაო საკითხებში ევროპის კომისიისა და ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ. მასში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა და სხვადასხვა შავიზღვისპირა რეგიონი.

კონფერენციაზე და სამუშაო შეხვედრებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: საზღვაო დაწესებულებების ერთმანეთთან დაკავშირების გზები, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და გაუმჯობესება შავიზღვისპირა რეგიონებს შორის, შავი ზღვის პოტენციალის გამოყენება გრძელვადიან პერპექტივაში და ა.შ.

კონფერენციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ საზღვაო საკითხებში ევროპის კომისიის ვებ-გვერდზე.

//