აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ჩინეთის გუანდონგის რეგიონის წარმომადგენლებს მასპინძლობს. დეპარტამენტში სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდებათ.
გუანდონგის რეგიონის ტურიზმის სექტორის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად ბათუმში იმყოფება მსოფლიოში მე-5 ადგილზე მყოფი ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.
დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თბილისის მერიისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრული ასოციაციის მხარდაჭერით იმყოფება. გუანდონგის რეგიონის ქალაქ გუანჩოსა და თბილისის მერიებს შორის თანამშრომლობა უკვე შედგა. ამჯერად, სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ჩინეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს აჭარა მასპინძლობს.
