18 ოქტომბერს ბათუმის პორტში საკრუიზო გემი „VOYAGER“ შემოვიდა. გემს ტურისტული კომპანია „აჭარა-ტური“ მოემსახურა. ვიზიტის ფარგლებში ტურისტებისთვის 11 ტური იყო დაგეგმილი. საკრუიზო გემმა მიმართულება რუსეთიდან აიღო და დღესვე თურქეთში გაემგზავრა. VOYAGER ბათუმში პირველად შემოვიდა და ქალაქში 540 ტურისტი შემოიყვანა. მათი უმრავლესობა ინგლისიდან და ამერიკიდანა იყვნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ბათუმის პორტმა 20-ზე მეტ საკრუიზო გემსა და ლაინერს უმასპინძლა.
ბათუმის პორტში საკრუიზო გემი VOYAGER შემოვიდა
