საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM), ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს მიერ შემუშავდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში დროებით დასაქმებას სარესტორნო და სასტუმრო სფეროს წარმომადგენლებისათვის. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი, მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: migration-georgia@cimonline.de
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 6 ივლისი.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.