goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საქველმოქმედო ღონისძიება სახლიდან ბაგირზე

საქველმოქმედო ღონისძიება სახლიდან ბაგირზე

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, ძველ ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და კეთილი საქმეების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "კარგი საქმეებისათვის" გამართავს საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალს, რომელიც რამოდენიმე წელია იმართება და დაფუძნებულია უკრაინაში - "კარგი საქმე".

"აღორძინება კულტურული და ზნეობრივი ღირებულებები" და "ჯანმრთელი სხეული - ჯანსაღი გონება"-ს სლოგანით.

ქალაქ ბათუმში დასამახსოვრებელი მოგზაურობა ,დადებითი მუხტი და კარგი განწყობა გარანტირებულია ყველა მონაწილესათვის! გარდა ამისა, ფესტივალი "თოკების ქოხი’’ უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობას მოხალისეებმა და ფესტივალის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საქველმოქმედო აუქციონში, შემოსული თანხა გადაერიცხებათ საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი ეროვნების დევნილებს.

მონაწილეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ველოგარბენში სლოგანით - "მშვიდობისათვის", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაემგზავრებიან თავიანთი ქვეყნის დროშებით მეგობრობის, სოლიდარობისა და საქართველო უკრაინის მეგობრული ურთიერთობის გასაღრმავებლად.

ღონისძიების პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პროექტის საიტი: http://home2ropes.com

ფონდის ვებ-გვერდი "კარგი საქმეების": http://good-deeds.eu

//