goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სოფლად ტურიზმის ბიზნეს-კონსულტანტების ტრენინგი

სოფლად ტურიზმის ბიზნეს-კონსულტანტების ტრენინგი

აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 2014 წლის 6 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებს სპეციალური გადამზადების კურსები ჩაუტარდებათ. სასწავლო კურსი 6 სამუშაო დღის მანძილზე თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს და ბიზნეს-კონსულტატების მომზადებას ისახავს მიზნად. გადამზადების კურსებში მონაწილე აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ კონსულტაციების გაცემა სოფლად ტურისტული მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისათვის, მათთვის დახმარების გაწევა ტურისტული ბიზნესის უკეთ დაგეგმვასა და მართვაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებასა და ხელშეწყობას.

//