goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2013

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი

ბათუმის ჯაზ ფესტივალზე წელს გრემის შვიდგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზმენი ელ ჯერო იმღერებს. Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორი კომპანია ისტერნ პრომოუშენისგარე ბმული ინფორმაციით ელ ჯერო 18 ივლისს გახსნის ბათუმის ჯაზ ფესტივალსგარე ბმული. ელ ჯეროს გარდა მაიკ სტერნი, 19 ივლისს, 21 ივლისს კი ხოსე ჯეიმსი იდგება სცენაზე. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის მოყვარულებისთვის არაერთი საინტერესო კონცერტი და გასართობი საღამო იგეგმება.

18-21 ივლისამდე მსმენელს ცნობილი მომღერლების საღამოები ელოდებათ, როგორებიცაა: Barry White, Stevie Wonder და James Brown.

ძირითადი ღონისძიებები შარშანდელის მსგავსად ბათუმის ტენისის კორტზე გაიმართება.

კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ყიდვა მსურველს თბილისში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სალაროებში შეუძლიათ და ასევე ინტერნეტში www.biletebi.geგარე ბმული-ის მეშვეობით.

Black Sea Jazz Festival-ზე დასასწრები კონცერტების ბილეთების ფასი 50-დან 100 ლარამდეა.


//