BIAFF 20104 - ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2014 წლის 15-22 სექტემბერს.
BIAFF 2014 - ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმებთან ერთად მოხდება არასაკონკურსო ფილმების ჩვენებაც. სექციაში შესულია მრავალი საინტერესო ფილმი. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი ქ. ბათუმის მერია.
საერთაშორისო ფესტივალში 22 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები 9 ნომინაციაში გამოვლინდებიან.
კინოფესტივალის ჩატარების ადგილებია: კინოთეატრი "აპოლო", ბათუმის თოჯინების თეატრი. კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.
კინოფესტივალზე დასწრება იქნება უფასო აკრედიტირებული სტუმრებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.biaff.org
ფეისბუქ-გვერდი: www.facebook.com/biaffbatumi
ელ-ფოსტა: info@biaff.org