ქალაქის დღის აღსაღნიშნად 1-2 სექტემბერს ბათუმობა 2014 ტარდება. წელს ღონისძიებები სახალხო იქნება და ძირითადად ევროპის მოედანზე და მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება.
იგეგმება თეატრალური წარმოდგენები, სახალხო მსვლელობები, ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების, ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ასევე სპორტული ღონისძიებები, თევზჭერა, კინო პრეზენტაცია, საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიალი.
ბათუმობა 2014 2 სექტემბერს საღამოს 20:30 წუთზე ევროპის მოედნაზე რეგიონში მოღვაწე როკ-ჯგუფების კონცერტით დასრულდება.
პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ
.
