წელს ბათუმი ქალაქად დაარსებიდან 125 წლისთავს აღნიშნავს. ბათუმის მერიის
მიერ ქალაქისადმი მიძღვნილი დღესასწარულის "ბათუმობის" ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. "ბათუმობა" 31 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს ანბანის კოშკთან გალა-კონცერტით დასრულდება. "ბათუმობის" ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროს ჩატარდება წიგნის ფესტივალი, სამეჯლისო ცეკვების ფესტივალი, ფესტივალი "ყავა ბათუმურად", ღვინის ფესტივალი, ნაყინის ფესტივალი, ლუდის ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი. "ბათუმობის" აღსაღნიშნავად გაიმართება ქუჩის კონცერტები, ფოლკლორული საღამოები, მხატვრების ნამუშევრებისა და ფოტო-გამოფენები, მოძრაობის თეატრისა და თითების თეატრის სპექტაკლები, გოგა ნიქაბაძის დეფილე, შეჯიბრი ავტორბოლის მოყვარულებში. ბათუმობის პერიოდში ქალაქი უმასპინძლებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "მარბელას
", "ქართული ხმების" კონცერტსა და კიდევ სხვა ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის საინტერესო ღონისძიებას.
ფესტივალის სრული პროგრამა:
- 11:00 სთ. - ნიკო ფიროსმანაშვილის ბიუსტის გახსნა (ნიკო ფიროსმანის ქ. 16)
- 12:00 სთ. - ფადიკო გოგიტიძის ბიუსტის გახსნა (ბათუმის აეროპორტი)
- 12:30 სთ. - წიგნის ფესტივალი (გამოფენა-გაყიდვა)(ა. წერეთლის სახელობის ქ.ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ვაჟა ფშაველას ქ. 21)
- 13.00 სთ. - “ოქროს ფონდის” - საქართველოში არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ნივთების ასლების გამოფენა-გაყიდვა (ზღვისპირა პარკის შესასვლელი)
- 16:30 სთ. - სამეჯლისო ცეკვების ფესტივალი (ზღვისპირა პარკის კოლონადებთან)
- 17:00 სთ. - ფესტივალი - „ყავა ბათუმურად“ („ბათუმობა 2013“-ის დღეების ფარგლებში)(ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ინტურისტ-პალასის“ წინ)
- 17:00 სთ. - ღვინის ფესტივალი („ბათუმობა 2013“-ის დღეების ფარგლებში)(ევროპის მოედანი)
- 17:00 სთ. - ნაყინის ფესტივალი („ბათუმობა 2013“-ის დღეების ფარგლებში)(6 მაისის პარკი)
- 17:00 სთ. - ლუდის ფესტივალი („ბათუმობა 2013“-ის დღეების ფარგლებში)(ქუთაისისა და ნოე ჟორდანიას ქუჩების კვეთა)
- 17:00 სთ. - ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა („ბათუმობა -2013“-ის დღეების ფარგლებში)(ევროპის მოედანი; ბლაგოევგრადის ქუჩა)
- 17:30 სთ. - ქართული მწერლობის პირველი-ლიტერატურული ძეგლის (ი.ცურტაველის „შუშანიკის წამება“ IV ს.) და შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ უძველესი ბეჭდური გამოცემების გამოფენა (ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი)
- 18:00 სთ. - სახალხო ზეიმის - ”ბათუმი და ბათუმელები” - გახსნა (ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი)
- 18:30 სთ. - ლიანა ნაკაშიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა (ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი)
- 19:00 სთ. - სპექტაკლი „... და სახელად ეწოდება საქართველო“ (ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი)
- 20:30 სთ. - საჩუქარი ბათუმს (საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია)
- 21:00 სთ. - გოგა ნიქაბაძის დეფილე (ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
- 10:00 სთ. - ფოტო-გამოფენა „ძველი ბათუმი“ (ევროპის მოედანი, მ. აბაშიძის გამზ. 20/22)
- 10:30 სთ. - ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა („ვარდების ბაღი“)
- 11:00 სთ. - ყვავილების ფესტივალის გამოფენა-გაყიდვის გახსნა („ბათუმობა 2013“-ის დღეების ფარგლებში)(ხელოვნების მუზეუმი, გორგილაძის ქ. 8)
- 11:00 სთ. - ლუკა ასათიანის ბიუსტის გახსნა (ლ. ასათიანის ქ. 25)
- 11:00 სთ. - წიგნის ფესტივალი (გამოფენა-გაყიდვა)(ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა)
- 12:00 სთ. – მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნა (ევროპის მოედანი, მ. აბაშიძის გამზირი 20/22)
- 12:30 სთ. – შეჯიბრება ავტორბოლაში - „ბათუმის დიდი პრიზი“ (შ. ხიმშიაშვილის ქუჩა, იუსტიციის სახლთან)
- 13:00 სთ. – ბათუმის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვილი (თავისუფლების მოედანი, მ. აბაშიძის გამზ. 1)
- 13:30 სთ. - იაკობ გოგებაშვილის დედა ენის ბეჭდური გამოცემების გამოფენა (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- 14:00 სთ. – შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- 15:00 სთ. - სამეცნიერო კონფერენციის - „ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“ გახსნა (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- 16:00 სთ. – კინოფილმ „ბათუმური ისტორიების“ დემონსტრაცია (კინო-თეატრი „აპოლო“)
- 17:00 სთ. - ატრაქციონი დელფინარიუმში უცხოელი სტუმრებისათვის (რუსთაველის გამზ. 51)
- 18:00 სთ. – ავიამოდელების დემონსტრირება, ჯიშიანი ძაღლების კონკურსი (6 მაისის პარკი)
- 19:00 სთ. - წყალბურთში, მელბურნის (1956 წ.) ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - პეტრე ბრეუსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი - საზეიმო დახურვა (იახტკლუბი)
- 20:00 სთ. - ექსკურსია VI საუკუნის ისტორიულ ძეგლ - პეტრას ციხეზე (თითების თეატრის სპექტაკლი და ნახატების აუქციონი)(ციხისძირი)
- 20:30 სთ. - ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა სპექტაკლი - უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ხელოვნების უნივერსიტეტი, გორგასალის ქ. 45/49)
- 21:00 სთ. - მარბელას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი (ზღვისპირა პარკის კოლონადები)
- 21:00 სთ. - ქართული ფოლკლორის საღამო უცხოელი ტურისტებისათვის (პიაცას მოედანი)
- 23:00 სთ. - ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდის კონცერტი (ზღვისპირა პარკის საზაფხულო თეატრი)
- 10:00 სთ. - სპორტული ღონისძიებები (ზღვისპირა პარკი)
- 10:30 სთ. - წიგნის ფესტივალი (გამოფენა-გაყიდვა)(ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა)
- 10:30 სთ. - ოთარ ჭილაძის სახელობის ქუჩის გახსნა (ძველი ბათუმი, ყოფილი შ. ელიავას ქუჩა, ნ. ჟორდანიას ქუჩის დასაწყისი)
- 11:00 სთ. - ქართული ხალხური სიმღერის ამაგდარის - არტემ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნა (იაკობ გოგებაშვილის ქ. 38)
- 11:30 სთ. - გასეირნება საბაგირო გზით (იაკობ გოგებაშვილის ქ. 1)
- 12.00 სთ. – არქიტექტურული პროექტების გამოფენა (ფერიის მთაზე)
- 12:30 სთ. - ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია (ფერიის მთაზე)
- 13:00 სთ. - პეტრე მელიქიშვილის ბიუსტის გახსნა (მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი)
- 13:00 სთ. - ხეივნის („მარადისობა“) საფუძვლის ჩაყრა წმინდა სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე (სოფელი სამება, ხელვაჩაურის რაიონი)
- 14:00 სთ. – ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (მწვანე კონცხი)
- 15:30 სთ. - გოგი ჩაგელიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა (ხელოვნების მუზეუმი)
- 17:00 სთ. - სამახსოვრო სურათი კოლონადებთან
- 18:00 სთ. - ბათუმელების ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი “მე აქ ვიყავი...” (ვახტანგ ღლონტის ლექსების მიხედვით)(ტელე-ხიდი)(ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი)
- 18:00 სთ. – მუსიკალური ფოლკლორის კონცერტი (ტელე-ხიდი)(ზღვისპირა პარკის საზაფხულო თეატრი)
- 20:00 სთ. - ახალგაზრდული „ქუჩის თეატრის“ სპექტაკლი - „ბათუმური ისტორიები“ (მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთა)
- 21:00 სთ. – ვოკალური ანსამბლი „ქართული ხმების“ კონცერტი (ზღვისპირა პარკის საზაფხულო თეატრი)
- 22:00 სთ. - გალა-კონცერტი (ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, ანბანის კოშკთან)
