goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


BATUMI TRAVEL PLACES - უკვე APPLE–ის მოწყობილობებისთვისაც

BATUMI TRAVEL PLACES - უკვე APPLE–ის მოწყობილობებისთვისაც

რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტთა მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა კიდევ ერთ საინტერესო პროექტს გაუწია ორგანიზება. პროექტი ითვალისწინებდა მობილური კავშირის სისტემაში (iOS და Android OS) აჭარა-ბათუმის მობილური გზამკვლევის "Batumi Travel Places" შექმნას.

Androidგარე ბმული OS-ის სისტემაში ბათუმის შესახებ არსებული გზამკვლევით სარგებლობა შესაძლებელი გახდა ივლისის თვიდან, ხოლო აგვისტოს თვიდან იგი ხელმისაწვდომი გახდა უკვე Appleგარე ბმული-ის მოწყობილობებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობა უფასოა და გათვლილია როგორც ქალაქის სტუმრებისათვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისათვის, რომელთაც შეეძლებათ დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია ღირშესანიშნაობების განლაგებისა და ისტორიის შესახებ, ასევე შეადგინონ მათთვის სასურველი მარშრუტი როგორც მანქანით, ისე საჯარო ტრანსპორტითა და ფეხით გადაადგილებისათვის.

პროექტი ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით განახორციელა უკრაინულმა კომპანიამ "IdeasWorldგარე ბმული".

//