21 ივნისიდან 27 ივნისამდე ბათუმში "სტრიტ არტ" ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში წელს ბათუმში 10 კედელი მოიხატა. კედლები ქალაქის სხვადასხვა უბანშია შერჩეული. ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში ტურისტებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ხატვის პროცესს. ფესტივალში სულ 24 არტისტი, 18 ფრანგი და 6 ქართველი ხელოვანი მონაწილეობდა. "სტრიტ არტ" ფესტივალი პირველად ბათუმში გასულ წელს გაიმართა. ფრანგი და ქართველი არტისტების 17 ნამუშევარი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედაა განთავსებული. ფესტივალის ორგანიზატორია არტ სტუდია DOTCOMMA, მხარდამჭერი - აჭარის განათლების
, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია
.
ბათუმის სტრიტ არტის ფესტივალი
