goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის მიმართულებით კიევიდან ახალი ავიაფრენები ინიშნება

ბათუმის მიმართულებით კიევიდან ახალი ავიაფრენები ინიშნება

ტურისტული კომპანია Georgian International-ი ფრენებს კომპანია უკრანულ ავიაკომპანია „დარტთან“ თანამშრომლობით მაისიდან დაიწყებს. Georgian International-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებაზე ნებართვა უკრაინის მარეგულირებელი უწყებისგან უკვე მიიღო.

ფრენები კიევი-ბათუმი-კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება.

კიევიდან ფრენა (უკრაინის დროით) 09:00 საათზე განხორციელდება და ტურისტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში (საქართველოს დროით) 12:15 საათზე შეძლებენ ჩამოსვლას. ბათუმიდან ფრენა კი 14:00 საათზე (საქართველოს დროით) შესრულდება, რაც რეგიონის სასტუმროებში განთავსებული სტუმრებისათვის განსაკუთრებით პრაქტიკულია.

ბილეთის შეძენა ერთი მიმართულებით 99 ევროდან იქნება შესაძლებელი. Georgian International-ში არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნის ზრდის ფონზე სიხშირე კვირაში 4-მდე გაზარდოს. 15 აპრილიდან ბილეთების დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელი იქნება სპეციალური ვებ-გვერდიდან www.adjaria.ge. ამავე ვებ-გვერდიდან დაინტერესებული პირები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია აჭარის განთავსების ობიექტებისა და სხვა ტურისტული სერვისების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ტელ: 551 487474, ელ-ფოსტა: groups@gi-travel.ge.

//