goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მორიგი პიარ-აქტივობა თურქეთის ბეჭდურ მედიაში

მორიგი პიარ-აქტივობა თურქეთის ბეჭდურ მედიაში

თურქეთის ბაზარზე ორიენტირებული 5 თვიანი PR გეგმის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ჟურნალისტების კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაზეთ "VATAN"-ს ჟურნალისტები გაეცნობა. "VATAN" არის ყოველდღიური გაზეთი, რომლის ტირაჟი 150 000-მდე აღწევს. აჭარა-ბათუმის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი მორიგი სტატია ივნისის მეორე ნახევარში დაიბეჭდება.

//