goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2014

ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2014

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო აღნიშნული ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელით. აქ შემოდგომის პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით აფრიკისაკენ გამოსაზამთრებლად. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს ამდენი ჩიტის ერთ ადგილზე თავმოყრას, რაც დაუვიწყარი შტაბეჭდილებების მიღების უტყუარი წინაპირობაა

პირველი დღე - ორშაბათი, 15 სექტემბერი

  • 12:00 - ფესტივალის საზეიმო გახსნა ოფიციალური პირების მიერ - ქ.ბათუმი, ნინოშვილის 11, სასტუმრო „ინტურისტ პალასი“, მე-3 სართული, საკონფერენციო დარბაზი „ბეთლემი“, დასწრება თავისუფალია.
  • 13:30 - 16:00 - ფრინველებზე დაკვირვება შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან, ჭოროხის დელტა (გასვლა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, ბულვარის ცენტრალური შესასვლელი, ნინოშვილის ქ.)
  • 16:00 - 18:00 - თავისუფალი დრო.
  • 18:00 - 19:30 - კონფერენცია - ქ.ბათუმი, ნინოშვილის 11, სასტუმრო „ინტურისტ პალასი“, მე-3 სართული, საკონფერენციო დარბაზი „ბეთლემი“, დასწრება თავისუფალია.

მეორე დღე - სამშაბათი, 16 სექტემბერი

  • 09:00 - ფრინველებზე დაკვირვება ბათუმის ზღვისპირა პარკიდან - ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, დასწრება თავისუფალია.
  • 12:00 - 15:00 - თავისუფალი დრო.
  • 15:00 - გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება სათვალთვალო პლატფორმიდან, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი შუამთა. (გამგზავრება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, ნინოშვილის ქუჩა, ბულვარის შესასვლელი).
  • 18:00 - 19:30 - კონფერენცია - სასტუმრო „ინტურისტ პალასი“, დასწრება თავისუფალია.

მესამე დღე - ოთხშაბათი, 17 სექტემბერი

  • 08:00 - ფრინველებზე დაკვირვება - კოლხეთის ეროვნული პარკი. (გამგზავრება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, ბულვარის შესასვლელი.)
  • 13:00 - ფრინველებზე დაკვირვება - ისპანის ჭაობი, სათვალთვალო კოშკურა.
  • 17:00 - 19:00 - თავისუფალი დრო.
  • 19:00 - 20:30 - კონფერენცია - სასტუმრო „ინტურისტ პალასი“, დასწრება თავისუფალია.

მეოთხე დღე - ხუთშაბათი, 18 სექტემბერი

  • 09:00 - დაკვირვება მტაცებელ ფრინველებზე, ბაზიერობა - ბოტანიკური ბაღი. (გამგზავრება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, ბულვარის შესასვლელი.)
  • 13:00 - 15:00 - თავისუფალი დრო.
  • 15:00 - ფრინველებზე დაკვირვების ახალი პლატფორმის პრეზენტაცია - მტირალას ეროვნული პარკი, სოფელი ყოროლისთავი. (გასვლა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, ბულვარის შესასვლელი).
  • 19:00 - 20:30 - კონფერენცია - სასტუმრო „ინტურისტ პალასი“, დასწრება თავისუფალია.

მეხუთე დღე - პარასკევი, 19 სექტემბერი

  • 9:00 - დაკვირვება მტაცებელ ფრინველებზე - პეტრას ციხე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი (გასვლა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, ბულვარის შესასვლელი).
  • 14:00 - 16:00 - თავისუფალი დრო.
  • 16:00 - შეხვედრა შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ მხარეებთან, დისკუსია - სასტუმრო „ინტურისტ პალასი“.

მეექვსე დღე - შაბათი, 20 სექტემბერი

09:00 - გამგზავრება დასავლეთ საქართველოში - ქუთაისი, წყალტუბო. (გასვლა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან,ბულვარის შესასვლელი.)

მეშვიდე დღე - კვირა, 21 სექტემბერი

  • 9:00 - გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება - კვარიათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი (გამგზავრება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, ნინოშვილის ქუჩა, ბულვარის შესასვლელი).
  • 13:00 - 17:00 - თავისუფალი დრო.
  • 17:00 - ფესტივალის შედეგების შეჯამება, დახურვა - სასტუმრო „ინტურისტ პალასი“
  • 18:00 - საზეიმო ვახშამი ფესტივალის მონაწილეთათვის - სასტუმრო „ინტურისტ პალასი“.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მობ.: 577 90 90 95
  • ელ-ფოსტა: info[at]visitadjara.com
//