goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სემინარი ''ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელო''

სემინარი ''ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელო''

სემინარში მონაწილეობისათვის ცხადდება კონკურსი რომლის შედეგად იქნება შერჩეული 15 -20 მონაწილე ბათუმელი ხელოვანებისა და კულტურის მოღვაწეებს შორის.

კონკურსის გამოცხადების თარიღია 15 ივლისი , დასრულების თარიღია 13 აგვისტო. სემინარი ჩატარდება რუსულ ან ინგლისურ ენაზე.

ტრენერი: კატერინა რადჩენკო (ოდესა, კიევი) (ალტერნატიული გიდი ოდესა)

სემინარის ძირითადი იდეაა ქალაქის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შექმნაა, რომლის დროსაც იქნება განხილული ოდესაში უკვე შექმნილი სახელმძღვანელოს მაგალითი და განსხვავებული პერსპექტივები ბათუმის კონტექსტში. შემუშავდება ქალაქის წარმოჩენის ახალი მექანიზმები. დაიწყება შემოქმედებითი მასალის მოგროვება და დამუშავება ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს პროექტის განვითარებისათვის.

ივენთის გვერდი: fb.com/events/739211059471132

კონტაქტი:

ანი რიაბოშენკო - anamalia9@gmail.com

ირაკლი ძნელაძე - idzneladze@gmail.com

//