აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პოლონეთში პიარ-კამპანიის ფარგლებში თანამშრომლობს პოლონეთის ერთ-ერთ პოპულარულ და მთავარ სამოგზაურო ჟურნალ "All inclusive
"-თან.
ჟურნალის მარტის თვის (საგაზაფხულო) გამოცემაში უკვე დაიბეჭდა 12 გვერდიანი სტატია საქართველოსა და აჭარის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო გვერდთან ერთად. სტატიის სრული ვერსია შეგიძალია იხილოთ შემდეგ ბმულზე
.
სამომავლოდ ჟურნალ "All inclusive"-ის საზაფხულო გამოცემის უკანა ყდაზე განთავსებული იქნება ბათუმის რეკლამა, ხოლო შემოდგომის გამოცემაში 16 გვერდიანი სტატია დაიბეჭდება, ჟურნალის წინა ყდაზე კი ბათუმის ფოტო იქნება მოცემული.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალი "All inclusive" უფასოა და იგი ურიგდება როგორც ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა წამყვან კომპანიას, ასევე მაღალანაზღაურებად ინდივიდუალურ მოგზაურებს.
