goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სეზონის კიდევ ერთი ჩარტერული ფრენა ვარშავიდან

სეზონის კიდევ ერთი ჩარტერული ფრენა ვარშავიდან

13 ივნისს ბათუმში ვარშავიდან სეზონის ჩარტერული ფრენა განხორციელდება, რომელსაც პოლონეთის ერთ-ერთი მხსვილი ტურისტული კომპანია "იტაკა" უწევს ორგანიზებას. "იტაკას" ფრენებით კვირაში ერთხელ 189 პოლონელი ტურისტი ჩამოვა რეგიონში. პოლონურ ტურისტულ კომპანიასთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში წარმატებული სარეკლამო კამპანიის შედეგად ორი მსხვილი პოლონური კომპანია ("Rainbow Tours". "ITAKA") სექტემბრის ბოლომდე პოლონეთის სამი ქალაქიდან განახორციელებს სეზონის ჩარტერულ ფრენებს.

//