27-29 ნოემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობას ღებულობს პოლონეთის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ სალონში - "TT Warsaw 2014". ვარშავის კონგრეს ჰოლში გამართული გამოფენა პოლონეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული სალონია და მასში მონაწილეობას 17 000-მდე ტურიზმის სექტორისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი ღებულობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს ცალკე საგამოფენო სტენდში გაუწევს პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონს. დეპარტამენტის მოწვევით გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ რეგიონის კერძო ტურისტული კომპანიები.
2014 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გარდა გამოფენებში მონაწილეობისა, პოლონეთში ყოველწლიურად ტარდება სარეკლამო კამპანიები და პიარ-აქტივობები. აღსაღნიშნავია, რომ აჭარაში პოლონეთი ზრდის მაჩვენებლით გამორჩეული ქვეყნების ხუთეულში შედის.
