აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურუზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უფასო ტრენინგებს ატარებს სერვისის სფეროს წარმომადგენლებისათვის. დღეს ტრენინგების ბოლო ეტაპი დაიწყო, რომელიც ბათუმის კვების ობიექტების 80-მდე მიმტანს გადაამზადებს. გადამზადება 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. მიმტანებს თეორიულ კურსებს საქართველოში სარესტორნო ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი თემო ბენიძე ჩაუტარებს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 1 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე სერვისის სფეროში სულ 250-მდე ადამიანი გადამზადდება.
აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიმტანების გადამზადებას იწყებს
