goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


აჭარას პოლონეთის წამყვანი მედია-სექტორის წარმომადგენლები სტუმრობს

აჭარას პოლონეთის წამყვანი მედია-სექტორის წარმომადგენლები სტუმრობს

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით აჭარას პოლონეთის წამყვანი მედია-სექტორის წარმომადგენლები ეწვევა. პრეს-ტური ავიაკომპანია ''WizzAir''- თან თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა და მას ორგანიზებას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გაუწევს.

ჯგუფში სხვადასხვა თემატიკით დაინტერესებული პრესისა და რადიოს ჟურნალისტებია გაერთიანებული. აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაეცნობის შემდეგ, ისინი ქუთაისის ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტში პოლონეთიდან ავიაფრენები კვლავ წარმატებით ხორციელდება. პოლონელი ტურისტები ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდებიან ბათუმით. პოლონეთში რეგიონის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისაათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტები დეპარტამენტი სარეკლამო აქტივობებს მუდმივად ახორციელებს.

//