1-6 ივნისს ბათუმს უკრაინიდან სტუმრობდა პოპულარული ჯგუფი "Не Ангелы" რომლებმაც ბათუმში გადაიღეს კლიპი ახალი ლირიული სიმღერისათვის. გადაღებებისათვის საქართველოშიც შეარჩიეს მსახიობები, მათ შორის ცნობილი ქართველი ვარსკვლავი ზურა ყიფშიძე. კლიპის მონტაჟი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კლიპმა პრეზენტაციისთანავე მოიპოვა დიდი პოპულარობა და გაშუქდა უკრაინის ცნობილ ტელეარხებზე.
კლიპში ასახულია ბათუმის ხედები და ღისშესანიშნაობები, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას. უკრაინულ გადამღებ ჯგუფს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მასპინძლობდა. პროექტი აჭარა-ბათუმის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისა და სარეკლამო კამპანიის ფარგლებში განხორციელდება.
კლიპი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე: www.youtube.com
