ბათუმში სასტუმრო-სამორინე ''გოლდენ პალას ბათუმი
'' გაიხსნა. სასტუმრო უკრაინულმა კომპანიამ ''ვიშერ ინტერპრაიზერს''-მა ააგო. მშენებლობა გასული წლის თებერვალში დაიწყო და მისმა მფლობელმა 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროში 51 ნომერი, კაზინო და რესტორანი ფუნქციონირებს. კაზინოში 13 სათამაშო მაგიდა და 75 სათამაშო აპარატია. კომპანია წლებია მუშაობს სასტუმროებისა და კაზინოების ქსელთან ''Accor''-თან. ''გოლდენ პალას ბათუმი'' პირველი პროექტია საქართველოში. უახლოეს პერიოდში კომპანია საქართველოში კიდევ ერთი სასტუმროს ''Novotel''-ის აშენებას აპირებს. სასტუმროს საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ჯგუფი ''VIA GRA''-ს კონცერტი გაიმართა.
ბათუმში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
