დღეს დილის 7:30-ზე ბათუმის პორტში კიდევ ერთი საკრუიზო ხომალდი "Harmony G" შემოვიდა. გემზე იმყოფება 43 მგზავრი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საკრუიზო ხომალდს მომსახურებას უწევს ადგილობრივი კომპანია "Inflot Georgia". უცხოელი ტურისტები დღის მანძილზე მოინახულებენ ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს. საკრუიზო ხომალდი დღესვე შუადღეზე დატოვებს ჩვენს ქალაქს.
საკრუიზო ხომალდი ''HARMONY G'' ბათუმის პორტში
