4 სექტემბერს ბათუმის ნავსადგურში კიდევ ერთი საკრუიზო გემი “ეგეოსის ოდისეა” შემოვიდა. გემს აჭარაში 350-მდე ბრიტანელი ტურისტი ჩამოჰყვა.
ევროპელი ტურისტები მთელი დღის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღს და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. დღესვე საკრუიზო გემის ტურისტებისთვის ფოლკლორული ანსამბლი “მწვერვალი” კონცერტს გამართავს.
გემი ბათუმში ტრაბზონიდან შემოვიდა, ბათუმიდან კი სოჭში გაემგზავრება. კრუიზი შავი ზღვის ქვეყნების დათვალიერებას ითვალისწინებს.
გემი ბათუმში ტურისტული კომპანია “აჭარა ტურის” ორგანიზებით ჩამოვიდა.
