19 სექტემბერს ბათუმს კიდევ ერთი საკრუიზო გემი „Serenissima“ ესტუმრა. გემს 90-მდე ტურისტი შემოჰყვა. ვიზიტორთა უმრავლესობა ინგლისიდან და ამერიკიდან არიან. „Serenissima“ ბათუმის პორტში თურქეთიდან შემოვიდა და მარშრუტს უკრაინისკენ გააგრძელებს.
ერთდღიანი ვიზიტით მყოფ სტუმრებს ადგილზე ტურისტული კომპანია „ვიზიტ ჯორჯია“ მოემსახურება. უცხოელები დღის მანძილზე მოინახულებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხე-სიმაგრეს, დაესწრებიან სპციალურად მათთვის გამართულ ფოლკლორშოუს.
