goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ანიმაციური ფილმების მე-VI საერთაშორისო ფესტივალი ''თოფუზი''

ანიმაციური ფილმების მე-VI საერთაშორისო ფესტივალი ''თოფუზი''

6-11 ოქტომბერს ქ. ბათუმში ანიმაციური ფილმების მე-VI საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" ჩატარდება.

"თოფუზი 2014"- ეს არის ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული ანიმაციური ფილმების საერთშორისო ფესტივალი, სადაც ნებისმიერ ანიმატორს, რეჟისორსა და პროდიუსერს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ნაშრომი. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს შემოქმედებითი გამოცდილების გაცვლას, ახალი იდეების ძებნასა და ქართული ანიმაციის ინტეგრაციას მსოფლიოს კინოს სამყაროში.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.adf.ge

//