goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


დონორთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

დონორთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

18 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასტუმროში “რადისონ ბლუ ბათუმი” ჩატარდა დონორთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “აჭარა-თანამშრომლობა განვითარებისათვის”.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს აჭარის ა.რ. მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე პრეზენტაციითა და სხვადასხვა საპროექტო წინადადებებით წარსდგა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე დემურ დიასამიძე.

//