24-26 ოქტომბერს სასტუმრო შერატონში გაიმართება ბათუმის მე-3 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა. გამოფენა ოფიციალურად 24 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ქართული და უცხოური სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მქონე კომპანია. გამოფენის ორგანიზატორებია შპს "GEONET" და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მხარდამჭერი ორგანიზაციები: აჭარის მთავრობა
, ბათუმის მერია
, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ბათუმის მე-3 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა
3 დღის განმავლობაში დილის 10-საათიდან საღამოს 18:00 საათამდე მიიღებს ვიზიტორებს.
დასწრება თავისუფალია
