goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


350 000 მოწონება სოციალურ ქსელ INSTAGRAM-ში

350 000 მოწონება სოციალურ ქსელ  INSTAGRAM-ში

მიმდინარე სეზონისათვის თურქეთში დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სხვადასხვა პიარ-აქტივობა განახორციელა. აჭარისა და ბათუმის პოპულარიზაციისაკენ მიმართული სარეკლამო ღონისძიებები განხორციელდა როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში, კერძოდ პოპულარულ სოციალურ ქსელ Instagram-ში. თურქეთში Instagram-ი Facebook-ისა და Twitter-ის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს 3 მილიონი მომხმარებლით. ეს მომხამრებლები წარმოადგენდა სწორედ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შერჩეულ სამიზნე ჯგუფს, ვინაიდან მათი უმრავლესობა განათლებული და მოგზაურობაზე ორიენტირებული თაობაა.

Instagram-ზე განთავსებულმა ბათუმისა და აჭარის ფოტოებმა ივლისის თვეში რეკორდული რაოდენობის 350 000 მოწონება და 4 200 კომენტარი დაიმსახურა. ეს მაჩვენებლი არამარტო თურქეთის, არამედ Instagram-ის საერთაშორისო მომხმარებელთა რაოდენობას მოიცავს.

//