14-16 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქში ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Tourest-2014
გაიმართება. მასში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან
ერთად იქნება წარდგენილი. გამოფენა 1991 წლიდან ტარდება ტალინში და მასში 25-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად სახელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტი მიმდინარე წელს ბალტიისპირეთის ქვეყნებში სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას გეგმავს.
ტალინის 23-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Tourest-2014
