აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 11-12 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს ისრაელის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM-2014
. თელავივის მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენაა, მასში 40-ზე მეტი ქვეყნის 1.225-მდე მონაწილეა ჩართული. აჭარა გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან
ერთად იქნება წარდგენილი. დეპარტამენტის წარმომადგენლები სხვადასხვა სარეკლამო - საინფორმაციო მასალით პოპულარიზაციას გაუწევს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. ისრაელი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც სეზონურ პერიოდში ჩარტერული ფრენები ხორციელდება. გამოფენაში მონაწილეობის გარდა ტურიზმის დეპარტამენტი 2014 წელს ისრაელში სარეკლამო კამპანიას გეგმავს. ჩატარდება ასევე საინფორმაციო ტურები ისრაელის ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.
თელავივის მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
