ხვალ, პირველ მაისს, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2016-2019 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები საჯაროდ განიხილება.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2016-2019 წლების საშუალოვადიანი გეგმის პრიორიტეტს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ტურიზმისა და კურორტების სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებას და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენას, ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნებას და რეგიონის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე, ურთიერთთანამშრომლობითა და ინოვატორული ინიციატივებით პარტნიორებისა და დაინტერესებული პირების დახმარებას ხარისხის სტანდარტის ამაღლებაში.
აღნიშნული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვას აჭარის ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
