ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონის ტერიტორიაზე ტურისტთა განთავსების ობიექტების მიხედვით აჭარას 2015 წლის იანვრის თვეში 3.84%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სასტუმრო სექტორში ტურისტთა რაოდენობრივი მაჩვენებლებით გამორჩეული ქვეყნები შემდეგნაიარად ნაწილდება: ბელორუსია, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი და თურქეთი.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ტურისტების მოსაზიდად 2015 წლის მარკეტინგული ღონისძიებები დაიგეგმა. 9 სამიზნე ქვეყანაში (ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელორუსია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) განხორციელდება სარეკლამო კამპანიები და ონლაინ-მარკეტინგული ღონისძიებები. ჩატარდება საინფორმაციო ტურები სამიზნე ქვეყნებიდან მოწვეული ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის. 2015 წელს აჭარის ტურისტულ პოტენციალს პოპულარიზაცია გაეწევა 20 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.
