მდებარეობა: ბათუმიდან 45 კმ დაშორებით
, დაბა ქედიდან 8 კმ.
სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
სანახაობები: აჭარული ღვინის სახლი; მახუნცეთის თემში საავტომობილო გზასთან ახლომდებარე ისტორიული ძეგლი - თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში - ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი, შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში - ისტორიული მუზეუმი, ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
სოფელი მერისის ახლოს შესაძლებელია ნამონასტრევის ჩანჩქერის, სათევზიას, მინდია ჩხიკვაძის მარნისა და ნამციხვარის ციხის დათვალიერება, მინერალური წყლის გუნდაურის გასინჯვა.
აქტივობები: მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის, მებაღეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის შესწავლა - გოდრების დაწნა, ქსოვა და რკინის დამუშავება, არყის გამოხდის, ადგილობრივი ტრადიციული კერძების დამზადების შესწავლა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება.
ტრანსპორტი: სამარშრუტო ტაქსი/მინი ავტობუსი გადის ბათუმის ავტოსადგურიდან
, ყოველდღე 13:00, 15:30, 16:30, 17:30. მგზავრობის ფასი: 3ლ.






