goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმი - გობრონეთი

ბათუმი - გობრონეთი
ბათუმი - გობრონეთი ბათუმი - გობრონეთი ბათუმი - გობრონეთი
მისამართი: ქედის მუნიციპალიტეტი

მდებარეობა: ბათუმიდან 56 კმ დაშორებით, ზღვის დონიდან 720 მ სიმაღლეზე.

სეზონი: ზაფხული, შემოდგომა.

ბათუმიდან გობრონეთის გადასახვევამდე მანძილი 52 კმ-ია, გადასახვევიდან გობრონეთამდე - 4,3 კმ. დაბა ქედიდან ამავე სოფლამდე - 10 კმ.

სანახაობები: "აჭარული ღვინის სახლი"; მახუნცეთის თემში - თამარის ხიდი და მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში - ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი და შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში  - ისტორიული  მუზეუმი და ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

სოფელ გობრონეთის მიმდებარედ შესაძლებელია წონიარისის ხიდის, ცხმორისის ხიდის და ახოს მეჩეთის ნახვა.

აქტივობები: მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის, მებაღეობის, მეფუტკრეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის შესწავლა - გოდრების დაწნა, ქსოვა და რკინის დამუშავება, თამბაქოს დამუშავების ტრადიცული ხერხების ნახვა-შესწავლა, არყის გამოხდის შესწავლა, ადგილობრივი კერძების ტრადიციული დამზადების შესწავლა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება.

ტრანსპორტი: სამარშრუტო ტაქსი "ბათუმი-გობრონეთი" - გადის ბათუმის ავტოსადგურიდან, ოთრშაბათობით და პარასკევობით 13:00, 15:00 სთ-ზე. მგზავრობის ფასი: 4 ლარი.


//