ზოგადი აღწერა:
რელიგიის მუზეუმი 2004 წლის 17 სექტემბრიდან ფუნქციონირებს და გამორჩეულია თავისი იდეით, შინაარსითა და ორიგინალობით. მუზეუმში წარმოდგენილია ქ. ბათუმის მულტირელიგიური მდგომარეობა. ამ ფონზე იგი ერთნაირად საინტერესოა სხვადასხვა რელიგიის მიმდევართათვის. საგამოფენო დარბაზში ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული, იუდაიზმის და ისლამური რელიგიებისათვის დამახასიათებელი ექსპონატები. აქ შეგიძლიათ ნახოთ: ხატები, მათ შორის ბარელიეფური; ქანდაკებები; ტაძართა მაკეტები; ფოტო-დოკუმენტები და სხვა მასალა, რომლებიც ნათლად გადმოსცემს, როგორც ძველი, ასევე, თანამედროვე ბათუმის საინტერესო და მრავალფეროვან სულიერ ცხოვრებას. განსაკუთრებით საყურადღებოა ნიჟარაზე შესრულებული აღდგომის სცენა, დათვის ტყავზე გამოსახული წმინდა ნინო, აქვეა იესოს ჯვარცმა, კათოლიკური ქანდაკებები, რომელთა შორის აღსანიშნავია შობის სცენა.
მუზეუმის ფონდი: 346 ექსპონატი.