ტიპი: მუზეუმი
მისამართი: ხ. ახვლედიანის 4
ტელ.: 0 422 27 11 75
ვებ-გვერდი: http://adjaramuseums.ge
ზოგადი აღწერა:
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი დაფუძნდა 1908 წელს. მუზეუმში ამჟამად დაცულია ძვ.წ. XII-IX სს-ის, აგრეთვე VII-IV სს-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკვარული პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, სკულპტურები, გონიოს განძი - ინტაგლიო აფროდიტესა და ეროსის გამოსახულებით, I-II სს-ის ოქროს ჭედური ფიალა, ბადროს მტყორცნელის ოქროს ფიგურა, ოქროს სარტყლის ფრაგმენტები, გულსაკიდები ჰელიოსისა და სტილიზებული გამოსახულებებით, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევები, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
მუზეუმის ფონდი: 183.241 ექსპონატი.