ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია 1873 წელს აიგო. ეს იყო ხისგან ნაშენი შენობა, რომელიც კარგა ხანს ემსახურებოდა ამ სარწმუნოების მიმდევართ. მრევლის შემოწირულობიდან შეგროვებული თანხით 1885 წელს ხის ეკლესია დაშალეს და ავსტრიელი არქიტექტორის მალფრედის პროექტით ახალი ტაძარი ააშენეს. 1930 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დროს, ბათუმის სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ სხვა რელიგიური ძეგლების მსგავსად არსებობა შეწყვიტა. ეკლესიის შენობაში გაიხსნა პლანეტარიუმი, რამაც შენობა დანგრევისაგან გადაარჩინა. 1992 წელს ბათუმში მცხოვრები სომხებისა და სომხური დიასპორის თხოვნით ეკლესიას ძველი ფუნქციები დაუბრუნდა. პლანეტარიუმი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დარბაზში გადაიტანეს, ხოლო სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურება.
სომხური სამოციქულო ეკლესია
ტიპი: რელიგიური ძეგლი
მისამართი: კ. გამსახურდიას 25