goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
ტიპი: რელიგიური ძეგლი
მისამართი: ჭავჭავაძის 25

ზოგადი აღწერა:
ბათუმში მცხოვრებ ევროპელ კათოლიკეთა თხოვნით და მათი საკონსულოების შუადგომლობით, 1897 წელს მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა. შენობა ნეო-გოთური სტილითაა აგებული და სამგუმბათიანია, გარე ნაწილი გოთიკური ჩუქურთმებითაა მორთული, მთავარი შესასვლელის ზემო ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულ ნიშებში წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებები დგას. ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, აქ სხვადასხვა დროს განთავსებული იყო არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია. მოგვიანებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით შენობა გადაეცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1989 წელს ტაძარი აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ. დღეს ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია.


//