goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


წმ. ნიკოლოზის ეკლესია

წმ. ნიკოლოზის ეკლესია
წმ. ნიკოლოზის ეკლესია წმ. ნიკოლოზის ეკლესია წმ. ნიკოლოზის ეკლესია
ტიპი: რელიგიური ძეგლი
მისამართი: ფარნავაზ მეფის 24

ზოგადი აღწერა:
თურქთა სულთანს ბათუმელ ბერძენთა დელეგაციამ იორდანე მეტაქსას ხელმძღვანელობით იუბილეზე საჩუქარი მიართვა, რის შედეგადაც თავის მოკრძალებულ სურვილზე, რომ ეკლესია აეგო - თანხმობა მიიღო, თუმცა ერთი პირობით, რომ ზარები არასოდეს დაირეკებოდა. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობისათვის ქვები ტრაპიზონიდან ჩამოიტანეს. მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის ვიცე-კონსულმა ჯუდიჩმა. ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა 1865 წელს. თავდაპირველად მიიჩნეოდა ბერძნულ ეკლესიად, ხოლო 1879 წლიდან მოიხსენიებდნენ როგორც რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიად. 2011 წელს შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და დღეს იგი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ტაძარია.


//