ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრ სიმაღლეზე კულტურულ გასართობი ცენტრი "არგო"მდებარეობს. გასართობი კომპლექსი გვთავაზობს ქალაქის, შავ ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.
ვიზიტორთა უმრავლესობა არგომდე ასასვლელად იყენებს საბაგირო გზას, რომლიც მათ მოგზაურობას უფრო სასიამოვნოსა და ამაღელვებელს ხდის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება დატკბნენ ჩვენი ქალაქის პანორამული ხედებით. "არგოში" შესასვლელი ტერასა მდებარეობს შენობის უკანა მხარეს, ულამაზესი ხედით მთებზე.
საბაგირო გზის სისტემა დაპროექტებულია და დამზადებულია ავსტრიული კომპანია "დოპპელმაიერი"-ს მიერ. გზის სიგრძე 2.586 მეტრია. მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 9 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები). ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, ერთი საათის განმავლობაში კი საბაგირო ემსახურება 245 ადამიანს.
გასართობი ცენტრისა და საბაგირო გზის სადგურების არქიტექტურული მხარე, დამუშავებულია ლონდონში კომპანია "RTKL"-ის მიერ.






