goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ტიპი: პარკი
მისამართი: მწვანე კონცხი
ტელ.: 0 422 27 00 33
ელ. ფოსტა: bbg@bbg.ge
ვებ-გვერდი: http://bbg.ge

ზოგადი აღწერა:

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იმ ადგილს, სადაც ბოტანიკური ბაღია გაშენებული "მწვანე კონცხი" ქვია. ეს ბაღი დაკავშირებულია ანდრეი კრასნოვის სახელთან, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. რა საოცარიც არ უნდა იყოს, ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად კარგად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. აქ წარმოდგენილია განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა ათასობით სახეობა.

ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მისი ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბაღის მთავარ სამარშრუტო გზაზე განლაგებულია ქვედა, ზედა და ზღვისპირა პარკები. ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2.037 ტაქსონომიური ერთეულისაგან. მათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო დანარჩენი - სხვა ფიტოგეოგრაფიული ფლორის წარმომადგენელია.



//