goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საოცრებათა პარკი

საოცრებათა პარკი
საოცრებათა პარკი საოცრებათა პარკი საოცრებათა პარკი საოცრებათა პარკი საოცრებათა პარკი
ტიპი: პარკი
მისამართი: ნინოშვილის 1

ზოგადი აღწერა:

საოცრებათა პარკი დაერქვა ადგილს, სადაც ახალი, თანამედროვე არქიტექტურის შენობები აღიმართა, მოეწყო ზღვისპირა ბულვართან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სრულიად განსხვავებული და შთამბეჭდავი სივრცე. ყოველივე ეს ძალზედ მოკლე დროში განხორციელდა, ამიტომაც მას საოცრებათა პარკი უწოდეს. აქ მდებარეობს სასტუმრო რადისონ ბლუ, ბათუმის ბიზნეს ცენტრის შენობა, ანბანის კოშკი, ბათუმის შუქურა, სულ რამდენიმე მეტრში შესაძლებელია შადრევნის კოშკის ხილვაც. ამ ტერიტორიაზე სამომავლოდ არაერთი საინტერესო სამშენებლო პროექტის განხორციელება იგეგმება. ხშირად საოცრებათა პარკი კონცერტებსა და ფესტივალებს მასპინძლობს. 2011 წელს აქ ჩატარდა ხულიო ეგლესიასის კონცერტი, ტრადიციულად საოცრებათა პარკში აღიმართება საახალწლო ნაძვის ხე, ტარდება საახალწლო კონცერტები. ზაფხულობით პარკი ბათუმის ელექტრონული მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს.



//